ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით. ანუ ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარი სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, ოჯახს და საახლობლო წრეს მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის მიწოდება. გასაგებია ჩვენთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, პოლიტიკურად ეს მას ასე აინტერესებს, თვითონ ის ითხოვს, რომ დაბალი კალორაჟის საკვები მიაწოდონ, მაგრამ ოჯახს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით.
კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ [სააკაშვილის] ოჯახს, მიაწოდონ სათანადო კალორაჟის კვება
07 თებ 202313:47
3 წუთის საკითხავი